ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლაფ შოლცი - აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება

ოლაფ შოლცი - აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება

აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გერმანიისა და ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო აშშ დასავლეთ გერმანიაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ნატო კი ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ამიტომ ჩვენ აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
შოლცის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით უკვე ორჯერ ესაუბრა.
„მეგობრული და კარგი საუბრები იყო. ერთმანეთს ჩვენი მრჩევლებიც რამდენჯერმე შეხვდნენ. ამიტომ, ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას ნულიდან არ ვიწყებთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.