ვინ უნდა დაამარცხოს ტრამპმა, რომ “ოცნებამ” მასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს – ბრიფინგი

ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„დონალდ ტრამპთან არ მქონია სატელეფონო საუბარი, ჩვენ პრეზიდენტობა მივულოცეთ როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე ოფიციალური წერილით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებულები, რომ აშშ – სთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს. უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და უფრო მეტიც, ეს გვინდა გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შექმნილი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი. მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითის სრულად დამარცხებას აშშ-ში. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და გვაქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები”

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული