ოკუპირებულ ცხინვალში რუსული პასპორტების გაცემის პუნქტი გაიხსნა

ოკუპირებულ ცხინვალში რუსული პასპორტების გაცემის პუნქტი გაიხსნა, – ინფორმაციას გამოცემა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის პუნქტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა რუსეთის ე.წ. ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის მეთაურმა, ძამბოლატ თედეევმა მიიღეს.
კულახმეტოვმა განაცხადა, რომ რუსული პასპორტების გაცემის პუნქტის გახსნა „ორი ქვეყნის ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.
„ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნათელი დადასტურებაა და იმაზე მიუთითებს, რომ საერთო დიდი სამშობლო და დიდი ისტორია გვაქვს“, – აღნიშნა ე.წ. ელჩმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული პასპორტების გამცემი პუნქტები დაიხურა. კერძოდ, ე.წ. რუსეთის საელჩომ აღნიშნა, რომ რუსული პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემის პუნქტების ფუნქციონირება შეჩერდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ რუსეთს გადაწყვეტილების გადახედვასა და პასპორტების გაცემის განახლებას სთხოვს.
www.interpressnews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)