ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ ცხინვალში რუსული პასპორტების გაცემის პუნქტი გაიხსნა

ოკუპირებულ ცხინვალში რუსული პასპორტების გაცემის პუნქტი გაიხსნა

ოკუპირებულ ცხინვალში რუსული პასპორტების გაცემის პუნქტი გაიხსნა.
ეხო კავკაზას ცნობით, რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის პუნქტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა რუსეთის ე.წ. ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის მეთაურმა, ძამბოლატ თედეევმა მიიღეს.
ასევე ესწრებოდნენ ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ერისლავ მამიევი და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხო ქვეყნის მოქალაქეობისა და რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი სერგიენკო.
კულახმეტოვმა განაცხადა, რომ რუსული პასპორტების გაცემის პუნქტის გახსნა "ორი ქვეყნის ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია".
6 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული პასპორტების გამცემი პუნქტები დაიხურა. კუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ რუსეთს გადაწყვეტილების გადახედვასა და პასპორტების გაცემის განახლებას სთხოვს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.