არქივი1 იანვარი, 2026, 15:26
ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთს” სუსი უდასტურებს.
ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, „ჯაშუშობის“ ბრალდებით 22 დეკემბერს დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური მას „საქართველოს სპეცსამსახურებთან აფილირებული“ უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის გადაცემას ედავება.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.