პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სროლა ოკუპირებული სოხუმის ცენტრში მდებარე კაფე „ბისკვიტში“ მოხდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეჭმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ე.წ. პოლიციამ მისი ამოცნობა და დაკავება შეძლო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.