პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ სოხუმში, ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებულ სოხუმში, ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში მდებარე კაფე ბისკვიტში მომხდარი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაფეში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით სამივე მათგანი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ეჭვმიტანილი კი უკვე დაკავებულია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.