ოკუპირებულ დონეცკში ოლენივკის კოლონიის უფროსის მოადგილის, დმიტრო ნეელოვის მანქანა ააფეთქეს

ოკუპირებულ დონეცკში ოლენივკის კოლონიის უფროსის მოადგილის, დმიტრო ნეელოვის მანქანა ააფეთქეს. ნეელოვი უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაში მონაწილეობდა. აფეთქება 29 აგვისტოს ღამით მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ქვეშ იყო დამონტაჟებული. ამ დროისთვის უცნობია, რა მდგომარეობაშია თავად ნეელოვი
🔻 2026 წლის გაზაფხულზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ ნეელოვს ომის დანაშაულებისთვის დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. 2022 წლის 28-29 ივლისის ღამეს, რუსებმა დონეცკის ოლქის დაბა ოლენივკის კოლონიაში, სადაც მარიუპოლის მცველი უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, აფეთქება მოხდა – დაიღუპა 50-ზე მეტი სამხედრო ტყვე