ოკუპირებულ გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა – არის მსხვერპლი

ოკუპირებული გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე საბაგირო გზა გაწყდა. საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად, დაიღუპა ქალაქ ორენბურგის ოლქის მკვიდრი, რუსეთის მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “აფსნიპრესი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 3 თებერვალს მოხდა.
“28 წლის მამაკაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა,” – განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება