არქივი4 თებერვალი 2024, 17:43
გაგრაში, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე საბაგირო ჩაწყდა – დაიღუპა რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე 3 თებერვალს საბაგირო ჩაწყდა. შედეგად რუსეთის მოქალაქე, აფხაზეთში ორენბურგის ოლქიდან ჩასული 28 წლის კაცი დაიღუპა.
ინფორმაციას Апсныпресс-ი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"28 წლის კაცი საბაგიროთი გადაადგილდებოდა. რაღაც მომენტში საბაგირო ჩაწყდა და კაცი სიმაღლიდან ჩავარდა". - თქვა ე.წ. სამინისტრომ.
დაღუპულის ცხედარი აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.