ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"აფხაზეთის ოფიციალური ვალუტა რუბლია" – "პარლამენტმა" I მოსმენაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა "სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ" კანონპროექტს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტი ადგენს, რომ აფხაზეთის ოფიციალური ვალუტა რუსული რუბლი იქნება, ხოლო ყველა სხვა სახის ვალუტა კლასიფიცირებულია, როგორც უცხოური. გარდა ამისა, "სავალუტო რეგულირების მიზნებისათვის" საკანონმდებლო დონეზე ცნებები "რეზიდენტი" და "არარეზიდენტი" დაამატეს.
დოკუმენტს მხარი 26-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.
ამასთან, ე.წ. დეპუტატმა ბესლან ხალვაშმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მეორე მოსმენით განხილვისას.
მანამდე, აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ გააკრიტიკა ახრა არისთავის პოზიცია, რომელიც ეროვნული ვალუტის - აფსარას შემოღების აუცილებლობაზე მიუთითებდა.
"რა თქმა უნდა, კარგია საკუთარი ვალუტის ქონა, მაგრამ რას გამოიწვევს ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე? ეს გამოიწვევს ჩვენი სახელმწიფოს დაშლას რამდენიმე დღეში, 10-15 საათში. ექსპორტი და ექსპორტი გვაქვს 8 მილიარდი, იმპორტი კი 45 მილიარდი. ამ ფულად ერთეულს არავინ აღიარებს. მით უმეტეს, ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენს ზოგიერთ მოქალაქეს უყვარს". - ამბობდა ბჟანია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.