ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურის ყოფილ "მინისტრს" პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურის ყოფილ "მინისტრს" პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის „სასამართლომ“ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ე.წ. კულტურის ყოფილ მინისტრს, გუდის აგრბას. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი საბიუჯეტო თანხების მითვისებაში და „მოსამართლემ“ ქონების კონფისკაციის გადაწყვეტილებაც მიიღო.
«Апсныпресс»-ის ცნობით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, აგრბა პირდაპირ „სასამართლოს“ დარბაზში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე შეეხება 2021 წელს, ბიზნესმენ ნადირ ჯინალთან გაფორმებულ ორ კონტრაქტს - მანათობელი და ხმოვანი აპარატურის შესყიდვის შესახებ. პროდუქცია შესყიდვა მოხდა განსხვავებულ ფასად და დადასტურდა 14.3 მილიონი რუბლის მოპარვა. გუდის აგრბას ქრთამი ნაღდი ფულის სახით გადასცეს.
დაკავებული იყო ნადირ ჯინალი, მაგრამ ის დარბაზში გაათავისუფლეს.
გუდის აგრბა „კულტურის მინისტრის“ პოსტიდან 2022 წელს გაათავისუფლეს, ყოფილი „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას ხელმოწერით. გამოძიება აპრილში დაიწყო, სექტემბრიდან აგრბას შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.