ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ აფხაზეთში "თვითმმართველობის არჩევნები" იმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში "თვითმმართველობის არჩევნები" იმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში "თვითმმართველობის არჩევნები" იმართება
8 ნოემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ადგილობრივი მედიის ცნობებით, „საარჩევნო უბნები“ დილის 8 საათისთვის გაიხსნა. „აფსნიპრესი“ იტყობინება, რომ სოხუმისა და კიდევ შვიდი რაიონის „საკრებულოებისთვის“, ჯამში, 288 კანდიდატია წარდგენილი.
როგორც იუწყებიან, „არჩევნები“ არ ტარდება ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ „საარჩევნო ოლქში“ - გადატანილია 6 დეკემბრისთვის, მაგრამ მიზეზები არ დასახელებულა.
„თვითმმართველობის არჩევნები“ კიდევ ერთი მწვავე თემაა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დაპირისპირებას იწვევს. ე.წ. ოპოზიცია ე.წ. ხელისუფლებას ბრალს სდებს - „ამომრჩევლების მოსყიდვასა“ და „უცხოელი სპეციალისტების ჩარევაში“. „არჩევნების“ წინ გახმაურდა რუსი პოლიტტექნოლოგების გაძევების ფაქტი. ადგილობრივი წყაროების თანახმად, ისინი „პროსახელისუფლებო კანდიდატებს“ ეხმარებოდნენ.
radiotavisupleba.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.