ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება

8 ნოემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ადგილობრივი მედიის ცნობებით, „საარჩევნო უბნები“ დილის 8 საათისთვის გაიხსნა. „აფსნიპრესი“ იტყობინება, რომ სოხუმისა და კიდევ შვიდი რაიონის „საკრებულოებისთვის“, ჯამში, 288 კანდიდატია წარდგენილი.
როგორც იუწყებიან, „არჩევნები“ არ ტარდება ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ „საარჩევნო ოლქში“ – გადატანილია 6 დეკემბრისთვის, მაგრამ მიზეზები არ დასახელებულა.
„თვითმმართველობის არჩევნები“ კიდევ ერთი მწვავე თემაა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დაპირისპირებას იწვევს. ე.წ. ოპოზიცია ე.წ. ხელისუფლებას ბრალს სდებს – „ამომრჩევლების მოსყიდვასა“ და „უცხოელი სპეციალისტების ჩარევაში“. „არჩევნების“ წინ გახმაურდა რუსი პოლიტტექნოლოგების გაძევების ფაქტი. ადგილობრივი წყაროების თანახმად, ისინი „პროსახელისუფლებო კანდიდატებს“ ეხმარებოდნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო