ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ ხელს შეუშლიან “ფერადი რევოლუციისთვის” ნიადაგის შექმნას

ოკუპირებული ს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი აბესალომ კვარჩია ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის სთვის გადაცემაზე თბილისისა და ვაშინტონის რეაქციას გამოეხმაურა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან -ის სახელმწიფო დეპარტამენტი „USAID-ისა და UNDP-ის მექანიზმებით“, ისევე როგორც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს ოფისები „აფინანსებდნენ კამპანიებს“ აფხაზეთში, „რომელთა მიზანიც საინფორმაციო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პირობების შექმნა იყო რატიფიკაციის ჩასაშლელად, სააზოგადოებაში ქაოსის ჩასასახად და აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმიფოთაშორისი და სულიერ-ზნეობრივი კარშირების მოსაშლელად“, – ნათქვაიმია კვარჩიას განცხადებაში, რომლის თანახმად „აღნიშნული მცდელობები სრულებით ჩაიშალა“.
„უპერსპექტივოა კოლექტიური დასავლეთისა“ და საქართველოს სტრატეგია, რომელსაც არქმევენ „ჩართულობას აღიარების გარეშე“. ჩვენ არ დავუშვებთ მის განხორციელებას ჩვენს ტერიტორიაზე“, – აღნიშნა მან.
კვარჩიას თქმით „რუსეთ- აფხაზეთის ძმური კავშირი არ დაექვემდებარება დასავლელი არასამთავრობო ორგანიზაციების მანიპულაციებსა და რევიზიას“.
„ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ჩვენს სევერენულ ინტერესებთან იქნება ჰარმონიზებული, ის რუსეთის ფედერაციასთან უალტერნავიტო კავშირში მდგომარეობს. და ნებისმიერი მცდელობა მანიპულირებისა და „ფერადი რევოლუციისთვის“ პირობების შესაქმნელად იქნება აღკვეთილი სუვერენული აფხაზეთის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, – დასძინა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
სოხუმი ვაშინგტონს მოიწოდებს „კონცენტრირდეს ქართული მხარის დარწმუნებაზე აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაზე“.
„ჩვენ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა სახელმწიფოებრიობის ათასწლოვანი ისტორიით, სუვერენულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. მათ, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების დანგრევა შეიძლება გაცნობებთ, რომ არაფერი გამოგივათ!“ – მან თქვა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას ემხრობა. მან ცოტა ხნის წინ შეაჩერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი პროექტების დამტკიცება და მათი განხორციელებისთვის სერთიფიკატების გაცემა. გარდა ამისა, აკრძალა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტები. USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ოკუპირებულ აფხაზეთში პერსონა „ნონ გრატად“ გამოცხადდა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ე.წ. პარლამენტის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტს რუსეთსტვის ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო ააგრაკის გასაცემის შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მორიგი უკანონო ქმედება და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი

პრემიერი: მე ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები – ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას – ამას პრინციპული ერთობა, სიმშვიდე და გამძლეობა უნდა დავახვედროთ, დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება