ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას ხვალ განიხილავენ | ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი იწყება

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პარლამენტთან" მოსახლეობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები იკრიბებიან. ისინი ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის მოსალოდნელ გადაცემას აპროტესტებენ. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხს "საკანონმდებლო ორგანო" 28-ის ნაცვლად, 27 დეკემბერს განიხილავს.
მიზეზი კი სავარაუდოდ ის გახდა, რომ ოპოზიციონერმა "დეპუტატებმა" 28-ში საკითხის განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია დააანონსეს.
არსებობს ვარაუდი, რომ ოპოზიციონერები "პარლამენტის სხდომის" ჩაშლას აპირებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან იქამდე, ვიდრე საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება - „ჩვენ უკვე პარლამენტის წინ სკვერში ვართ. ხვალ არის სესია, რომელიც არ უნდა იყოს და არ იქნება“, - წერს ვეტერანი ლაშა ზუხბა სოციალურ ქსელში.
ოკუპირებული აფხაზეთის "გენერალური პროკურორი" ადგურ აგრბა მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს „თავი შეიკავონ უნებართვო აქციაში მონაწილეობისგან“.
„დესტაბილიზაციის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები, თავიანთი უფლებამოსილებების შესაბამისად, ვალდებულნი არიან გამოიყენონ მთელი რიგი ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად.“, - განაცხადა აგრბამ.
შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმი წინასაახალწლოდ რუსეთისთვის ბიჭვინთის 180 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობის გადაცემას აპირებს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.