ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული სოხუმი ირაკლი კობახიძის გაერო-ში გამოსვლაზე - თუ საქართველოს ხელმძღვანელობა ამ რიტორიკას გააგრძელებს, წარსულის გადალახვაში პოზიტიურ შედეგებს ვერ მივაღწევთ

ოკუპირებული სოხუმი ირაკლი კობახიძის გაერო-ში გამოსვლაზე - თუ საქართველოს ხელმძღვანელობა ამ რიტორიკას გააგრძელებს, წარსულის გადალახვაში პოზიტიურ შედეგებს ვერ მივაღწევთ

კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობის არაერთხელ გამეორებული რიტორიკა, იგივე მითიური ტერმინებით, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.
„გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობის არაერთხელ გამეორებული რიტორიკა, ერთი და იმავე მითიური ტერმინებით. მიგვაჩნია, რომ თუ საქართველოს ხელმძღვანელობა ასეთივე სულისკვეთებით გააგრძელებს, წარსულის გადალახვაში პოზიტიურ შედეგებს ვერ მივაღწევთ“, - აღნიშნულია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოკუპირებული სოხუმი საქართველოს მოუწოდებს, ხელი მოაწეროს „იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.