ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს

ირაკლი კობახიძე - რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს

რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, რატომ არ ახსენა რუსეთი, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
კობახიძის თქმით, მან გამოსვლისას ოკუპაციაზე ისაუბრა.
„საუბარი იქ იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ყველა ამ თემაზე იყო საუბარი... რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს. ოკუპაციაზე მქონდა საუბარი გაერო-ში. რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.