ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა

13
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა და ამიერიდან რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
შესაბამის განცხადებას ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.
გაგლოევის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა გუშინდელ შეხვედრაზე მიიღო. მხარეებმა 9 მაისს ხელი მოაწერეს რუსეთ-„სამხრეთ ოსეთის“ ურთიერთობების განვითარების შესახებ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, მოსკოვი და ცხინვალი შექმნიან საერთო ეკონომიკურ სივრცეს და გეგმავენ გააერთიანონ ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ტელეკომუნიკაციის სისტემებიც.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კი მარატ კამბოლოვი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს – რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ