ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ USAID-ის პროექტების განხორციელება აკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ USAID-ის პროექტების განხორციელება აკრძალა. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა USAID-ის რეგიონულ ხელმძღვანელს, ჯონ პენელს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის მედია წერს.
აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება. ასევე აიკრძალა მედიაპროექტების დაფინანსება, რომელთა მიზანია აფხაზეთის საშინაო და საგარეო საკითხების გაშუქება.
სეპარატისტული რეჟიმის ინფორმაციით, აშშ-ის განვითარების სააგენტომ წარადგინა რვა მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი.
„ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნის მცდელობები ონლაინ და პირდაპირი დასწრების ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ლტოლვილებს შორის“, – აღნიშნულია სეპარატისტული რეჟიმის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.