ოკუპირებული რეგიონის NGO-ს წარმომადგენელი: ინალ არძინბა დიპლომატიით კი არ არის დაკავებული, ის წინა მინისტრების მიერ მიღწეულ შედეგებს ანადგურებს

დიპლომატიით კი არ არის დაკავებული, ის წინა მინისტრების მიერ მიღწეულ შედეგებს ანადგურებს“. ამის შესახებ „ს ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ დირექტორმა არდა ინალ-იპამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ინალ-იპამ კომენტარი გააკეთა არძინბას გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ოკუპირებულ რეგიონში -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა. ასევე USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ოკუპირებულ აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

„მინისტრ არძინბას ბრძანებულებები უკვე არავის უკვირს – მისი მიზანი არა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა, საკუთარ სისწორეში მათი დარწმუნება, აფხაზეთის, აფხაზი საზოგადოების პრობლემების მოსაგვარებლად საერთაშორისო სახსრების გამოყენებაა, არამედ ერთი ხელის მოსმით აკრძალვა, საერთაშორისო პარტნიორების მოკვეთა, გარე სამყაროსგან აფხაზეთის ჩამოცილება და დახურულ ტერიტორიად მისი გადაქცევაა. ინალ არძინბა დიპლომატიით კი არ არის დაკავებული, არამედ წინა მინისტრების მიღწევებს ანადგურებს, რომლებმაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან საკმაოდ რთული გზით ურთიერთობების აწყობა მოახერხეს“, – აცხადებს არდა ინალ-იპა.

მისი თქმით, ოფიციალური თბილისი ინალ არძინბას საქმიანობით კმაყოფილია.

„საქართველოში ჩვენი მინისტრის ასეთი საქმიანობით ძალიან კმაყოფილები არიან. იქაც ხომ ზუსტად იგივეს აკეთებენ – აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას დაბრკოლებებს უქმნიან. მინისტრი კი საკუთარი ბრძანებულებით მათ ეხმარება. ესმის თუ არა ეს მინისტრს, რომელსაც მოსკოვში შეწყვეტილი კარიერის გაგრძელება სურს, არ ვიცი. მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უნდა გაიგოს: ჩვენს თვალწინ ანტიაფხაზური გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ასეთი ბრძანებულებები მნიშვნელოვნად ართულებს აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოების ამოცანას, რის გარეშეც ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების იდეის გატარება შეუძლებელია“ – ამბობს „აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ დირექტორი.

რამდენიმე დღის წინ სოხუმში რუსეთში მოღვაწე პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი იმყოფებოდა და მან აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას სიბრძნე, გამბედაობა და ძალა უსურვა, რათა სოხუმი უკომპრომისოდ ებრძოლოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო სექტორს.

ასევე დაგაინტერესებთ