ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, კანონპროექტის გაწვევა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა, თავად ინიციატორმა ე.წ. დეპუტატებმა მოითხოვეს.
კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ მოაწერა.
ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება „დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“ იქნა მიღებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.