ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ ნაურუზე „უპრეცედენტო ზეწოლა“ განხორციელდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა სამინისტროს” განცხადებით, ნაურუზე „უპრეცედენტო ზეწოლა” განხორციელდა მათთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაწყვეტად.

ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა სამინისტრო” ავრცელებს.

“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებით ახდენს აფხაზეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე ნაურუს რესპუბლიკის იძულებითი ხასიათის გადაწყვეტილების კონსტატაციას, რომელიც უპრეცედენტო და სისტემატური საგარეო ზეწოლის ფონზე იქნა მიღებული…

აფხაზეთის რესპუბლიკისა და ნაურუს რესპუბლიკის თანამშრომლობის განვითარება მუდმივად აწყდებოდა საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან წინააღმდეგობას. მას შემდეგ რაც ინიციატივებმა პრაქტიკულ სივრცეში დაიწყეს გადასვლა ნაურუს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიული საგარეო ზეწოლის კამპანია გაჩაღდა. ამოქმედებულ იქნა დახრჩობისა და იძულების დაუშვებელი მეთოდების მთელი არსენალი – უპრეცედენტო პოლიტიკური შანტაჟითა და უხეში დიპლომატიური ზეწოლით დაწყებული, ღია ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიებითა და სადამსჯელო სასანქციო ზომებით დამთავრებული, რომლებიც მიმართული იყო ნაურუს რესპუბლიკის სუვერენული გადაწყვეტილების გადახედვისკენ,” – ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო უწყების” განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას – სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება