არქივი9 აპრილი, 2026, 00:36
ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში გარდაიცვალა 4 წლამდე ბავშვი, რომელსაც მშობლებმა სცემეს

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში გარდაიცვალა 4 წლამდე ბავშვი, რომელსაც მშობლებმა სცემეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბავშვთა უფლებადამცველზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ 4 წლამდე გოგო კლინიკაში სახესა და სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით 7 აპრილს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.