ვრცელდება ქართველი კაცის ფოტო, რომელსაც 5 თვის შვილის მკვლელობის საქმეზე ეძებენ

პოლონეთის ქალაქ პოზნანის ნოვე მიასტოს რაიონულმა პროკურატურამ 5 თვის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ძებნილი ქართველი მამის, 1978 წელს დაბადებული ნუგზარი ქავთარაშვილის მიმართ დაკავების ორდერი გასცა.

პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი ეჭვმიტანილია არასრულწლოვანი შვილის მძიმე ფიზიკური დაზიანების უშუალო საფრთხის წინაშე დაყენებასა და მისთვის დახმარების გაუწევლობაში.

ნობისთვის, ჩვილი რამდენიმე დღის წინ თავის ქალის მოტეხილობით და მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევებით შეიყვანეს. ექიმებმა თქვეს, რომ 5 თვის ბიჭს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება. მომდევნო დღეებში მას დამატებითი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“ბავ­შვი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იტან­ჯე­ბო­და” – ნათქვამია ექი­მე­ბის ჩვე­ნე­ბაში.

მომხდარზე მალევა დააკავეს ბავშვის დედა, რომელიც ქართველია.

  • საქმის ფარგელბში სულ დაკავებულია სამი პირი: ბავშვის დედა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ორი მამაკაცი, მოლდოვის მოქალაქეები.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ბავშვის დედა მომხდარის დროს მოლდოვაში სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად იმყოფებოდა. ბავშვი კი მან ნაქირავებ ბინაში მამასთან და მის ორ ნაცნობთან დატოვა.

მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად და წინასწარი შეთანხმებით, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების მიუხედავად, მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით. სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – ჯარში საუკეთესო კვებაა, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებითაც კი! საუკეთესოა როგორც კვების, ასევე ინფრასტრუქტურული, ყველა პირობითა და სოციალური პაკეტით, რაც კი არსებობს