ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპანტებმა იერიში დნეპრის ჰიდროელექტროსადგურზე მიიტანეს

ოკუპანტებმა დნეპრის ჰიდროელექტროსადგურზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა, არსებული ინფორმაციით, წყალსაცავის დაზიანების საფრთხე არ არსებობს.
"სამწუხაროდ, უკრაინის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურზეც მიიტანეს იერიში. არაადამიანები არ გაჩერდნენ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ ცდილობენ ახალი ბუნებრივი კატასტროფა შექმნან დნეპრის ჰიდროელექტროსადგურზე ცინიკურად იერიშის მიტანით. წყლის გარღვევის საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია წყალსაცავზე კონტროლის ქვეშაა" – ვკითხულობთ უკრიდროენერგოს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.