ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ოკუპანტებმა აფრენამდე ნათესავები მოინახულეთ” – უკრაინამ კიდევ ერთი რუსული სუ–34 ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი ჩამოაგდეს.
“მინუს კიდევ ერთი სუ-34 აღმოსავლეთის მიმართულებით”, – დაწერა მან “ტელეგრამზე” და აღნიშნა, რომ გუშინ რუსმა პილოტებმა მოახერხეს უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტების თავიდან არიდება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება.
“ამიტომ, ოკუპანტებს ვურჩევ ყოველი ფრენის წინ, ყოველი შემთხვევისთვის, ნათესავები ნახონ. რადგან ვინ იცის, ამჯერად გაუმართლებთ თუ არა”, – წერს მეთაური.
მანამდე უკრაინულმა მხარემ 21 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუ-34 ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.