ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპანტების წვრთნები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე | რუსები პერიმეტრზე მძიმე ტექნიკით გადაადგილდებიან

სროლის და აფეთქებების ხმა ისმოდა გასული დღეების განმავლობაში დროებით ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე ქართულ სოფლებში. ცხინვალში დისლოცირებულმა საოკუპაციო ძალებმა, უკანონო სამხედრო წვრთნები გაიარეს და ძალების დემონსტრირების მიზნით, ფოტო და ვიდეო კადრებიც გაავრცელეს.
სამხედრო სწავლების პარალელურად, რუსებმა საოკუპაციო ბანერი მცხეთა-მთიანეთში აღმართეს და პერიმეტრზე მძიმე ტექნიკით გადადგილება გაახშირეს. პროვოკაციებთან ერთად, კრემლი ისრების გადატანას დასავლეთისკენ ცდილობს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში ადანაშაულებს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.