ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განცხადებას ავრცელებს.
„ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ვიდეო რგოლი, ასევე ფოტოები, სადაც გამოსახულია ბატონი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც თითქოს უთქვამს შემდეგი: -,, ღარიბაშვილის დაჭერის შემთხვევაში, 10 წუთში ჩამოვშლი “ქართულ ოცნებას” ერთი ვიდეო ჩანაწერით,,. გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ აღნიშნული გახლავთ სიცრუე, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი და არავითარი შეხება აღნიშნულ ვიდეო რგლოთან, ფოტოსურათებთან ან ტექსტთან ოთარ ფარცხალაძეს არ გააჩნია. მოვუწოდებთ ყველა პირს, ვინც ავრცელებს მსგავს სიცრუეს, სოციალურ ქსელებსა თუ მედია საშუალებებში, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და არასწორი, ცილიმწაბელური ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩვენ ვემიჯნებით მომავალში მსგავსი ცილისმწამებლური შინაარსის ინფორმაციას და ვაცხადებთ, რომ არც ეხლა და არც მომვალში რაიმე სახის შემხებლობა მსგავს ფეიკი-ნფორმაციასთან ოთარ ფარცხალაძეს არ გააჩნდა და არც ექნება!“, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის