არქივი17 ოქტომბერი, 2025, 20:56
პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის დედის საგამოძიებო უწყებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის დედის საგამოძიებო უწყებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც პროკურატურაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძის დედა პროკურატურაში გადაიყვანეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელ სახლებში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.