ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოზურგეთის მერმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა

ოზურგეთის მერმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა
ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა და ისაუბრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის შესახებ.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებიც, რომლის ფარგლებშიც: სტიქიის შედეგად დაზიანებული 10 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციას ვაკეთებთ (ეს ბინები მდებარეობს რუსთაველის N6, უნივერსიტეტის N2, აღმაშენებლის N2, მეცნიერების ქუჩა #21, ჯორჯიაშვილის #1, #12, #14 და ნიკოლაძის N52, N54, N50). შესაბამისი ტენდერი მალე გამოცხადდება, რისთვისაც ჯამში, 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ასევე, ტენდერი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს დაბა ნასაკირალში, ე.წ. ჩაის ფაბრიკისა და ცენტრში მდებარე 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
Next: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სარგებლობაში არსებული ბინები დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ – ავთანდილ თალაკვაძე

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.