ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიანთა-ციხისფერდის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 649 450 ლარს შეადგენს, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში“ განხორციელდა

განახლებული ხიდი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
“განვაგრძობთ 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და განახლებას ოზურგეთში. როგორც დავპირდით საზოგადოებას, გურიანთა-ციხისფერდის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.