ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოზურგეთის მერიაში გადადგომების სერია დაიწყო

ოზურგეთის მერიაში გადადგომების სერია დაიწყო

ოზურგეთის მერიაში გადადგომების სერია დაიწყო - "პირველების" ინფორმაციით, ოზურგეთის მერის, პაატა კუნჭულიას გადადგომის შემდეგ, თანამდებობა დატოვა მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემა,რომელიც კუნჭულიამ თბილისიდან ჩამოიყვანა.

მორჩილაძესთან ერთად, თანამდებობიდან წავიდა მისი მეუღლე, ბაღების გაერთიანების უფროსად ახლახან დანიშნული
ლანა თოდუა.

"პირველების" ინფორმაციით, სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა მერის პროტოკოლმა ნატა დოლიძემაც .

  • აღსანიშნავია, რომ დოლიძე, როგორც თავად ამბობდა, "ტვ პირველის" საკონტროლებლად იყო დანიშნული და მის მოვალეობაში სწორედ ჩვენი დევნა შედიოდა.

ამჟამად ოზურგეთის მერის მოვალეობად ბექა ჩხიკვიშვილი ასრულებს, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, მას შემდეგ წავა სახლში, რაც ოცნება" ახალ კადრს დანიშნავს, რომელიც არჩევნებამდე მერის მოვალეობას შეასრულებას.

ჩვენი წყარო ასევე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება მოუწევს ჩხიკვიშვილის მეუღლესაც, რომლისთვისაც საგამგებო შტატი, 2 თვის წინ, სახელმწიფო თეატრის დირექტორის მოადგილედ დაუშვეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.