ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოდესაში, კორპუსის ნანგრევების ქვეშ, კიდევ ორი ბავშვის ცხედარი იპოვეს - სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა

ოდესაში, რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ, კიდევ ორი ბავშვის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. რუსული აგრესიის ყველაზე პატარა მსხვერპლები 4 და 7 თვის ჩვილები არიან.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა 2 მარტის ღამეს ოდესას დრონებით შეუტიეს. ერთ-ერთი დრონი მაღალსართულიან კორპუსს დაეჯახა. ოდესაში 3 მარტი გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.