ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 24 ივლისს, შუაღამის შემდეგ დაწყებული შეტევის შედეგად ოდესის სხვადასხვა რაიონში ხანძრები გაჩნდა, დაზიანებულია სახლები და სავაჭრო ობიექტები.
ოდესის ცენტრში დაზიანებულია იუნესკოს ეგიდით დაცული არქიტექტურული ძეგლები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი გაჩნდა „პრივოზის“ სახელით ცნობილ ბაზარში, რომელსაც სამსახური „ოდესის გულს“ უწოდებს.
ქალაქის მერმა, გენადი ტრუხანოვმა ტელეგრამით გაავრცელა ოდესის ცნობილი ბულვარის ფოტოები, რომლებიც რუსული დრონებით დღევანდელი შეტევის შემდეგაა გადაღებული.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.