ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს, კიევში მსხვერპლია

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს, კიევში მსხვერპლია

რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 21 ივლისს, შუაღამის შემდეგ დაიწყეს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედაქალაქში დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, შევჩენკოს, სოლომენსკის, დნეპრის და დარნიცკის რაიონებში ხანძრები გაჩნდა სახლებსა და არასაცხოვრებელ შენობებში.
დაზიანებულია მეტროს სადგურ „ლუკიანოვსკაიას“ შესასვლელი.
რუსეთს ჯარების თავდასხმებისას კიეველების დიდი ნაწილი თავს მეტროს აფარებს. ასე იყო 21 ივლისსაც. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, სადგურ „ლუკიანოვსკაიაში“ მყოფი მოქალაქეები არ დაშავებულან.
რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც. მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დაზიანებულია სახლები, გზები, ტრამვაის რელსები და ელექტროგადამცემი ხაზები. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.