არქივი18 აგვისტო, 2025, 10:37
ობამას მიცემული ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა NATO-ში ვერ შევა, ზოგი რამ არასდროს იცვლება - დონალდ ტრამპი

ობამას მიცემული ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა NATO-ში ვერ შევა, ზოგი რამ არასდროს იცვლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია, რუსეთთან ომი თითქმის დაუყოვნებლივ დაასრულოს, თუ ამის სურვილი ექნება, ან შეუძლია გააგრძელოს ბრძოლა.
გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ობამას მიცემული (12 წლის წინ, ერთი გასროლის გარეშე!) ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა NATO-ში ვერ შევა. ზოგი რამ არასდროს იცვლება!”,- წერს დონალდ ტრამპი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.