ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ობამას დროს ყირიმი წაიღეს, საქართველოს დიდი ნაწილი კი ბუშის დროს, ჩემ დროს არაფერი წაუღიათ - ეს ომი მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანებოდა, ეს აღარ მოხდება, ამაზე არ ინერვიულოთ

დონალდ ტრამპი - ობამას დროს ყირიმი წაიღეს, საქართველოს დიდი ნაწილი კი ბუშის დროს, ჩემ დროს არაფერი წაუღიათ - ეს ომი მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანებოდა, ეს აღარ მოხდება, ამაზე არ ინერვიულოთ

ობამას დროს ყირიმი წაიღეს, საქართველოს დიდი ნაწილი კი ბუშის დროს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Mark Levin Show-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ყირიმი ობამამ დათმო და ამის შესახებ არავინ საუბრობს. ეს მე რომ გამეკეთებინა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ვიქნებოდი. იმაზე საუბრობენ, რომ დონალდ ტრამპს პუტინთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს. მე ყირიმი მისთვის არ მიმიცია. ყირიმი უზარმაზარია. ვიტყოდი, რომ ტეხასის ზომის არის. ის ულამაზესია და ობამას გამო დათმეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს რუსეთს „არაფერი წაუღია“.
„ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ხოლო საქართველოს დიდი ნაწილი კი ბუშის დროს. მაგრამ ჩემ დროს არაფერი წაუღიათ. ვფიქრობ ეს [რუსეთ-უკრაინის ომი] მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანებოდა. ეს აღარ მოხდება. ამაზე არ ინერვიულოთ. ვნახოთ, რა მოხდება და როგორ მოგვარდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.