ნუგზარ წიკლაური – ხაბეიშვილის რიტორიკა გახდა უფრო და უფრო აგრესიული – მგონია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ზომავს, ვერც სათქმელს და ვერ იმას აცნობიერებს, რომ ძალიან დიდი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მანიფესტი არ უნდა იყოს სადღეგრძელო, ის უნდა იყოს კონკრეტული მოქმედებების გეგმა და მას უნდა ჰქონდეს არქიტექტურა.
შესაბამისი განცხადებით წიკლაურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება და მიხეილ სააკაშვილის ინიციირებული ერთობის მანიფესტის იდეა შეაფასა.
როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ხვალინდელ ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, ერთობისკენ მოწოდებები იქნება.
„ერთ-ერთი განმარტებით მანიფესტი ნიშნავს ნათელს, ცხადს. ეს რაღაცნაირი მანიფესტია, რომლის ტექსტი ჯერჯერობით არ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მასზე საკუთარი დამოკიდებულების გამოთქმა. ხვალ, როდესაც გამოქვეყნდება უკვე შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება, მიიღოს თუ არა ადამიანმა ხელმოწერაში მონაწილეობა. ახლა არსებული ვითარება ისეთია, რომ ძნელია ამაზე ლაპარაკი.
სავარაუდოდ, იქნება ერთობისკენ მოწოდებები. ცხადია, მანიფესტში ყველაფერი ვერ იქნება, მაგრამ ნამდვილ, ღირებულებით ერთობას სჭირდება თავისი სტრუქტურა. ჩვენ ველოდებით იმას, რომ ასეთი დამოკიდებულება იქნება წარმოდგენილი.
თუკი იქნება ერთობისკენ მოწოდებები, ხოლო მეორეს მხრივ, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ილაპარაკებს ბოლშევიკური ტერმინებით, ცხადია, ამ შემთხვევაში მინიმალიზება მოხდება ასეთი მცდელობების.
მანიფესტი არ უნდა იყოს სადღეგრძელო, ის უნდა იყოს კონკრეტული მოქმედებების გეგმა და მას უნდა ჰქონდეს არქიტექტურა“,- განაცხადა წიკლაურმა.
ამასთან, წიკლაურმა პარტიის შიგნით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა აგრესიული გახდა.
„ჩვენ შიდა პარტიული არჩევნები ლეგიტიმურად ვაღირეთ. პარტიის თავმჯდომარეს მივულოცეთ. მისგან ველოდით ერთიანობისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. სამწუხაროდ, როგორც ვერ ასრულებდა დაპირებებს, გახსოვთ იყო დაპირება მრავალ ათასიანი აქციების, გადაკეტილი ქუჩების, „ვივა მედიდად“ მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის დაპირებები, რადგან აქედან არაფერი შესრულდა. ბატონი ხაბეიშვილის რიტორიკაც გახდა უფრო და უფრო აგრესიული. მგონია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ზომავს, ვერც სათქმელს და ვერ იმას აცნობიერებს, რომ ძალიან დიდი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა“, – განაცხადა წიკლაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი