უკრაინა, უფრო სწორედ, მისი „პატრონები“, აქტიურად ცდილობენ ახალი სცენარის წარმოჩენას, რომელიც ომის შეწყვეტის შემთხვევაში ამუშავდება – ლევან ნიკოლეიშვილი

უკრაინა, უფრო სწორედ, მისი „პატრონები“, აქტიურად ცდილობენ ახალი სცენარის წარმოჩენას, რომელიც ომის შეწყვეტის შემთხვევაში ამუშავდება, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ინტერვიუს.
ნიკოლეიშვილის თქმით, ვის რას დააბრალებს არესტოვიჩი ან არახამია, მეორეხარისხოვანია, თუმცა ესეც იმ სცენარის მცირე ნაწილია, რომელსაც ომის დასრულება ჰქვია.
„არესტოვიჩი? არახამია? საინტერესოა ამ ავანტიურისტების აზრების მოსმენა თუ წაკითხვა? უფრო კი, ვიდრე – არა. მიზეზი კი რამდენიმე გახლავთ: უკრაინა, უფრო სწორედ, მისი „პატრონები“, აქტიურად ცდილობენ ახალი სცენარის წარმოჩენას, რომელიც ომის შეწყვეტის შემთხვევაში ამუშავდება! ომი კი, როგორც ჩანს, უნდა დამთავრდეს, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ამას რა დაერქმევა – ცეცხლის შეწყვეტა, დაზავება, გაყინული კონფლიქტი თუ სხვა რამ. ფაქტია, ომის დამთავრების სურვილი (თუ გნებავთ, იძულება) უკვე გამოჩნდა კონტურებზე. ამას ხელს ბევრი ფაქტორი უწყობს, როგორც ევროპულ, ისე – ამერიკულ წრეებში, ხოლო რას იტყვის და ვის რას დააბრალებს არესტოვიჩი ან არახამია, ერთი მხრივ, მეორეხარისხოვანია, თუმც, პირდაპირ უნდა ითქვას, ესეც იმ სცენარის მცირე ნაწილი გახლავთ, რომელსაც ომის დასრულება ჰქვია… შემდგომში, ალბათ, რუსეთთან ურთიერთობების ნელ-ნელა, მაგრამ მაინც აღდგენა… აი, იმ 300 000 ადამიანის დაღუპვაზე ვინ აგებს პასუხს, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა… იმედია, არა მხოლოდ საუბრის!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე