ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნოროვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო ფინეთსა და კანადას შორის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის მატჩი გადაიდო

ნოროვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო ფინეთსა და კანადას შორის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის მატჩი გადაიდო

მედიის ინფორმაციით, წინასწარი მატჩი ხუთშაბათს უნდა დაწყებულიყო, როდესაც ექიმებმა ფინეთის ქალთა ჰოკეისტთა გუნდში ვირუსის შემთხვევები დაადგინეს.
„გადაწყვეტილება სამედიცინო პროფესიონალებთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც ფინეთის ნაკრებში ნოროვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ეს გადაწყვეტილება კოლექტიურად, დადგენილი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად იქნა მიღებული. მოთამაშეების, გუნდის პერსონალის, ოფიციალური პირების და ტურნირის ყველა მონაწილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უმაღლეს პრიორიტეტია“, – ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებაში.
როგორც ცნობილია, გადადებული მატჩი 12 თებერვალს „რო არენაზე“, სპეციალურად ჰოკეისთვის აშენებულ დროებით არენაზე გაიმართება.
ცნობისთვის, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში 6 თებერვლიდან 22 თებერვლამდე იმართება. ნოროვირუსი გადამდები ვირუსია, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციას და ვლინდება ძირითადად ღებინებით, დიარეით, მუცლის ტკივილითა და ზოგჯერ ცხელებით; ის ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.