არქივი4 თებერვალი, 2026, 19:32
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთმა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იტალიის წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელა

რუსეთმა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იტალიის წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ყველა თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული.
„ჩავშალეთ კიბერთავდასხმების სერია საგარეო სამინისტროს ოფისებზე, ვაშინგტონით დაწყებული, და ასევე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ზოგიერთ ობიექტზე, მათ შორის კორტინაში სასტუმროებზე“, - განაცხადა ტაიანიმ.
მან აღნიშნა, რომ „ეს რუსული წარმოშობის ქმედებებია”.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.