არქივი14 მაისი, 2024, 13:25
ნორვეგიის საგარეო უწყება - „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის - ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს
ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს, - ასე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას.
„ფართო პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის, მის ევროინტეგრაციის გზას საფრთხეს უქმნის და დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას ზიანს მიაყენებს. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს“, - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.