ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მასობრივი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად “უცხოური აგენტების კანონის” მიღება საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობებს დააზიანებს

მასობრივი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად “უცხოური აგენტების კანონის” მიღება საქართველოს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობებს დააზიანებს. ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე ავრცელებს.
“მასობრივი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად “უცხოური აგენტების კანონის” მიღება ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხის ქვეშ აყენებს მისი ევროპული ინტეგრაციის გზას და ურთიერთობებს დააზიანებს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი გაწვეულ უნდა იქნას”, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.