არქივი18 სექტემბერი, 2024, 15:11
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოვუწოდებთ საქართველოს კურსი შეცვალოს!

მოვუწოდებთ საქართველოს კურსი შეცვალოს! - ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებას.
„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას ისახავს. ეს ადამიანების სამოქალაქო უფლებებს არღვევს, როგორც ვენეციის კომისიამ აღნიშნა და საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს. მოვუწოდებთ საქართველოს კურსი შეცვალოს!“ - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.