ნორვეგიის ელჩი – საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას

ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდი აცხადებს, რომ საქართველო “შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე“ დგას.
ნორვეგია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციაზე საქართველოს „ხელისუფლების ზეწოლის“ გამო.
ასევე, ელჩი ჰოვლანდი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებისა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული „რეპრესიული კანონების“ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ „დემოკრატიაზე თავდასხმა“ მიუღებელია.
“ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციაზე საქართველოს ხელისუფლების ზეწოლით, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებებით, პოლიტიკური პარტიების ამკრძალავი რეპრესიული კანონებით. დემოკრატიაზე ეს თავდასხმა მიუღებელია. საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას”, – წერს საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერგლიოტ ჰოვლანდი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას – ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას – ეს არის, რაც შეგვიძლია და გვევალება