პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად 93 მილიონ დოლარს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად 93 მილიონ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტიორემ განაცხადა.
„უკრაინელებს უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები სჭირდებათ, რათა თავიანთი მოსახლეობა რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან დაიცვან“, - განაცხადა იონას გაჰრ სტიორემ.
ცნობისთვის, გუშინ ნორვეგიიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსული საჰაერო იერიშებისგან დასაცავად უკრაინას F-16 ტიპის ექვს გამანადგურებელ თვითმფრინავს გადასცემს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.