ნონა ქურდოვანიძე – სააპელაციო სასამართლოში სარჩელების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და კვლავ მიმდინარეობს – შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და პროცესი კვლავ გრძელდება.
როგორც ქურდოვანიძე “ინტერპრესნიუსთან” განმარტავს, საიამ საქმის გადადების, დაყოფის, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები რამდენჯერმე დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა.
“რამდენიმე ტექნიკური შესვენება იყო. ახლა პროცესი განმარტებების ეტაპზეა”, – აღნიშნავს ქურდოვანიძე.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო. სააპელაციო სასამართლომ საიას 12 და კოალიცია “ჩემი ხმის” საქმეები გააერთიანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება