ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან განხორციელდა

ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან განხორციელდა

ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან, 111 მლნ კვტ.სთ–ის მოცულობით განხორციელდა, - ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
მიმოხილვის მიხედვით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა აქედან მხოლოდ 30 მლნ კვტ.სთ მოიხმარა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 2025 წლის ნოემბერში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.6%-ით 1,200 გვტ. საათამდე გაიზარდა. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე კი ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 5.53 ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 0.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ წელს საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა. ეს ნიშნავს, რომ ესკოს გენერაციის ობიექტებიდან შესყიდული დენი გაუძვირდა. „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, წელს საბალანსო ელექტროენერგიის ფასი წლიურად 5%-ით 6 ცენტამდეა გაძვირებული.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.