ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნოემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 993 ერთეული შეადგინა

2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
Colliers Georgia-ს ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 44%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა.
2023 წლის ნოემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 993 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 41%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 43%-ით, 43 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.